2018 წლის 21 აგვისტოს ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში დაიწყო Intel-ის ტრენინგები. პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ქალბატონმა შორენა ბადურაშვილმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები, საორგანიზაციო საკითხები, ლექცია დატვირთული იყო პრაქტიკული აქტივობებით, რაც ტრენინგს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდიდა. გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და ბევრი პატარა ნიუანსი, რომელიც დავიწყებული გვქონდა. გავეცანით Viewer-ის სახელმძღვანელოს და მისი გამოყენების საჭიროებებს, შევქმენით საქაღალდე, სადაც გადავიტანეთ პროექტებით სწავლებისთვის საჭირო რესურსები, ჩეკლისტები, გეგმის შაბლონები და ნიმუშები.
მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
No comments:
Post a Comment