ტრენინგი აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ყველა მონაწილემ გააკეთა საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები, ვიმსჯელეთ წარმოდგენილი პროექტების ირგვლივ.
ვთვლი, რომ ტრენინგმა ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა, ბევრი საკითხი, რომელიც ჩემთვის ბუნდოვანი იყო გასაგები გახდა.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენას, რომელიც მთელი მონდომებით და საინტერესოდ გვაწვდიდა ინფორმაციას და გულმოდგინედ გვეხმარებოდა სწავლის პროცესში წარმოჩენილი სირთულეების დროს.
Sunday, September 9, 2018
Saturday, September 8, 2018
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული -ფასილიტაცია ტექნოლოგიებით თავისი აქტივობებით. შევინახეთ სასწავლო პროექტისთვის დამხმარე მასალა, ვიმუშავეთ ბლოგში სურათების, ანიმაციების , ტექსტების ატვირთვაზე, ვისწავლეთ კითხვარების გაკეთება Drive-ში და გაზიარება.
Tuesday, September 4, 2018
ტრენინგის მე-7 დღე
დღეს განვიხილეთ მე- 7 მოდულის აქტივობები, წყვილებში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონები.
მოსწავლის პრეზენტაცია:
მოსწავლის პრეზენტაცია:
Saturday, September 1, 2018
ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგზე მოვისმინეთ ერთმანეთის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. გავეცანით მე-5 მოდულის აქტივობებს, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ფორმები, ვიმუშავეთ პროექტის რუბრიკაზე. მოსაზრებები განვიხილეთ წყვილებშიც, ბოლოს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმებს.
Thursday, August 30, 2018
ტრენინგის მე-5 დღე
დღეს გავეცანით მე-3 და მე-4 მოდულებს : კავშირები და სასწავლო ნიმუშების შექმნა თავისი აქტივობებით, შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი, მოვიძიეთ ინტერნეტით ჩვენი პროექტისათვის საჭირო ფოტო და ვიდეო მასალა. საშინაო დავალებად უნდა ვიმუშაოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და პროექტის პროცედურებზე.
Wednesday, August 29, 2018
ტრენინგის მე-4 დღე
ტრენინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დღეს ვიმუშავეთ შეფასების განსაზღვრაზე მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად, გავეცანით განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნებს, სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, შევავსეთ შეფასების მოკლე ჩანახაზის გრაფა, გავიხსენეთ PowerPoint-ში მუშაობა.
Saturday, August 25, 2018
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა, ყველა აქტიური და მოტივირებულები ვიყავით, ძირითადად ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევიტანეთ საგნობრივი სტანდარტი,ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროექტის მიზნები, მოვუსმინეთ ერთმანეთის მოსაზრებებს, განვსაზღვრეთ სასწავლო პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|
ზოგადი კითხვა
|
როგორ ასახავს
კულტურა ქვეყნის სახეს.
|
თემატური კითხვები
|
რა მომწონს და რა არ მომწონს ჩემი
ქვეყნის ტრადიციებიდან?
რა ვიცი სხვა ქვეყნების ტრადიციებსა და
წეს-ჩვეულებებზე?
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
რა ვიცით გერმანიის, ავსტრიის და
შვეიცარიის წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე?
|
Thursday, August 23, 2018
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
21-ე საუკუნეების უნარ-ჩვევები
რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე იყო საინტერესო და სახალისო, გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, გამოცემის მომზადებას, Drive-ში დოკუმენტის ატვირთვას და გაზიარებას, ლინკის ბლოკზე დადებას.... გავიხსენეთ Word-ში ცხრილებზე და დიაგრამებზე მუშაობა. საშინაო დავალებად მოგვეცა ჩვენ მიერ შერჩეული პროექტისთვის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა.
ტრენინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე იყო საინტერესო და სახალისო, გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, გამოცემის მომზადებას, Drive-ში დოკუმენტის ატვირთვას და გაზიარებას, ლინკის ბლოკზე დადებას.... გავიხსენეთ Word-ში ცხრილებზე და დიაგრამებზე მუშაობა. საშინაო დავალებად მოგვეცა ჩვენ მიერ შერჩეული პროექტისთვის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა.
ტრენინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
Tuesday, August 21, 2018
ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
2018 წლის 21 აგვისტოს ზესტაფონის N2 საჯარო სკოლაში დაიწყო Intel-ის ტრენინგები. პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო. ქალბატონმა შორენა ბადურაშვილმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები, საორგანიზაციო საკითხები, ლექცია დატვირთული იყო პრაქტიკული აქტივობებით, რაც ტრენინგს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდიდა. გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და ბევრი პატარა ნიუანსი, რომელიც დავიწყებული გვქონდა. გავეცანით Viewer-ის სახელმძღვანელოს და მისი გამოყენების საჭიროებებს, შევქმენით საქაღალდე, სადაც გადავიტანეთ პროექტებით სწავლებისთვის საჭირო რესურსები, ჩეკლისტები, გეგმის შაბლონები და ნიმუშები.
მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.
Subscribe to:
Posts (Atom)