ტრენინგი აქტიურ რეჟიმში წარიმართა. ყველა მონაწილემ გააკეთა საკუთარი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები, ვიმსჯელეთ წარმოდგენილი პროექტების ირგვლივ.
ვთვლი, რომ ტრენინგმა ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა შემძინა, ბევრი საკითხი, რომელიც ჩემთვის ბუნდოვანი იყო გასაგები გახდა.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენას, რომელიც მთელი მონდომებით და საინტერესოდ გვაწვდიდა ინფორმაციას და გულმოდგინედ გვეხმარებოდა სწავლის პროცესში წარმოჩენილი სირთულეების დროს.
Sunday, September 9, 2018
Saturday, September 8, 2018
ტრენინგის მე-8 დღე
დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული -ფასილიტაცია ტექნოლოგიებით თავისი აქტივობებით. შევინახეთ სასწავლო პროექტისთვის დამხმარე მასალა, ვიმუშავეთ ბლოგში სურათების, ანიმაციების , ტექსტების ატვირთვაზე, ვისწავლეთ კითხვარების გაკეთება Drive-ში და გაზიარება.
Tuesday, September 4, 2018
ტრენინგის მე-7 დღე
დღეს განვიხილეთ მე- 7 მოდულის აქტივობები, წყვილებში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს, შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონები.
მოსწავლის პრეზენტაცია:
მოსწავლის პრეზენტაცია:
Saturday, September 1, 2018
ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგზე მოვისმინეთ ერთმანეთის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები. გავეცანით მე-5 მოდულის აქტივობებს, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები და ფორმები, ვიმუშავეთ პროექტის რუბრიკაზე. მოსაზრებები განვიხილეთ წყვილებშიც, ბოლოს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმებს.
Subscribe to:
Posts (Atom)